შპს „დიბა თრეიდინგ კომპანი“ არის ჭურჭლისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი კომპანია საქართველოში, რომელიც დაკავებულია როგორც საბითუმო, ისე საცალო ვაჭრობით.

კომპანია 2008 წელს ნასერ ნურიზადე დიბავარის მიერ დაარსდა და ჭურჭლის მომწოდებლების ლიდერთა შორისაა უკვე მრავალი წლის განმავლობაში. წარმატებული მოღვაწეობის შედეგად კომპანიამ მოწინავე ადგილი დაიკავა საქართველოს ბაზარზე ჭურჭლის იმპორტისა და რეალიზაციის სფეროში.

კომპანია „დიბა თრეიდინგ კომპანი“ გამოირჩევა იმით, რომ საკუთარ კლიენტებს ყოველთვის დაბალ ფასებს, სწრაფ მომსახურებას, საქონლის ადგილზე მიტანასა და ინდივიდუალურ მიდგომას სთავაზობს. ჩვენ ვახორციელებთ ტვირთის ჩამოტანას პირდაპირ ქარხნებიდან, რაც ხელს უწყობს კლიენტისთვის კონკურენტუნარიანი ფასების შეთავაზებას..

პროდუქციის დიზაინი და შეფუთვა მზადდება ჩვენი შეკვეთის მიხედვით.

საქონლის მიტანა ხორციელდება საქართველოს მთლიან ტერიტორიაზე.

კომპანიის კოლექციაში ჭურჭლის შემდეგი ბრენდებია: „Kaveh Glass”, “ Esfahan Glass”, “Noritazeh”, “Blinkmax ” და სხვა. კომპანიის მიზანი: კლიენტის ხარისხიანი, მეგობრული და სწრაფი მომსახურებითა და კონკურენტუნარიანი ფასების შეთავაზებით ჭურჭლის ბაზარზე დიდი წილის დაკავება. მისია: გრძელვადიანი ბიზნეს ურთიერთობის დამყარება ყველა არსებულ კლიენტთან, ახალი კლიენტების მოძიება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე პროდუქციის ეფექტური რეალიზაცია.

ჩვენი პრიორიტეტები:

  • arrow move კონკურენტუნარიანი ფასები
  • arrow move დროული და მოქნილი მომსახურება
  • arrow move კლიენტზე ორიენტულობა
  • arrow move პატიოსნება
  • arrow move ბიზნეს ეტიქა